07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
მოლდოვის ახლადარჩეული პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრება

მოლდოვის ახლადარჩეული პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრება. განცხადება სოციალისტური პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.

პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მომხრეა, მხარი ამომრჩევლის 55%-მა დაუჭირა, მისმა კონკურენტმა მაია სანდუმ კი, რომელიც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსის გაგრძელებას უჭერს მხარს, ხმების 45% მოაგროვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები