07 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
მოლდოვისა და ბულგარეთის ხელისუფლების სათავეში პრო-რუსული ძალები მოდიან

აღმოსავლეთ ევროპაში კრემლის გავლენა ძლიერდება - მოლდოვისა და ბულგარეთის ხელისუფლების სათავეში პრო-რუსული ძალები მოდიან. ორივე ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრო-რუსმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

მოლდოვაში სოციალისტური პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა, რომელიც რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მომხრეა, ხმების 54 პროცენტი მიიღო.

ახლადარჩეული პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტითაც მოსკოვში გაემგზავრება. ბულგარეთში ასევე ოპოზიციური სოციალისტური პარტიის წარმომადგენელმა გაიმარჯვა. ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსანს, რუმენ რადევს ამომრჩევლის 58-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატის დამარცხების შემდეგ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა დაგადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

 

დღის ამბები