07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ამერიკის ახლად არჩეულ 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით საუბრისას პრეზიდენტმა პუტინმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. 

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი რუსეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ურთიერთპატივისცემას უნდა დაეფუძნოს.

ტრამპმა და პუტინმა სირიაში არსებული ვითარებაც განიხილეს.

დღის ამბები