07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
"მას, ვინც პრეზიდენტად იქნა არჩეული, თავისი ტემპერამენტი საქმეში ვერ დაეხმარება" - ბარაკ ობამა

პრეზიდენტობის ვადის მიწურულს, ბარაკ ობამა ბოლო ტურნეში გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც საბერძნეთს, გერმანიას და პერუს ეწვევა. მანამდე კი, ახალ პრეზიდენტსა და საგარეო პოლიტიკის კურსზე ჟურნალისტებთან პრეს კონფერენცია გამართა. მან დონალდ ტრამპს ურჩია გვერდით გადადოს ტემპერამენტი და კარგი გუნდი შემოიკრიბოს.

ობამას თქმით, პრეზინდეტის რანგში უკანასკნელი ვიზიტის მიზანია, მოკავშირეებს დაანახოს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სიმტკიცეს საფრთხე არ ემუქრება.

"ვფიქრობ, მას, ვინც პრეზიდენტად იქნა არჩეული, თავისი ტემპერამენტი საქმეში ვერ დაეხმარება, თუ არ შეიტანს მასში შესწორებებს. დონალდ ტრამპმა საუბრის დროს აღნიშნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შენარჩუნების მნიშვნელობა, ვალდებულებები ნატოსა და ტრანსატლანტიკური ალიანსისადმი," - აღნიშნა ბარაკ ობამამ. 

დღის ამბები