07 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირთან ურთიერთობების გაგრძელების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს

თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირთან ურთიერთობების გაგრძელების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს, თუ ევროკავშირი 1 წლის ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას თურქეთის გაწევრიანების თაობაზე.

ამის შესახებ რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ტელე ეთერით განაცხადა. მან კიდევ ერთხელ გააფრთხილა ბრიუსელი, რომ გაწევრიანების საკითხზე დროულად ჩამოყალიბდეს და რეფერენდუმის პრეცედენტად ბრიტანეთის მაგალითი გაიხსენა.

ერდოღანმა ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულციც გააკრიტიკა, რომელმაც თურქი ოპოზიციონერების დაკავების გამო, ოფიციალურ ანკარასთან ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

დღის ამბები