07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
ბარაკ ობამა პრეზიდენტის რანგში ბოლო ევროპულ ტურნეში გაემგზავრა

ბარაკ ობამა პრეზიდენტის რანგში ბოლო ევროპულ ტურნეში გაემგზავრა. შეერთებული შტატების ლიდერის თვითმფრინავმა უკვე დატოვა ქვეყანა და რამდენიმე საათში ათენში ჩაფრინდება. საბერძნეთის გარდა, ის ეწვევა გერმანიას და პერუს.

პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნატოსთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობას ძველებურად გააგრძელებს.

ბარაკ ობამამ ახლადარჩეულ პრეზიდენტს რამდენიმე რჩევაც მისცა და აღიარა, რომ მთელი რიგი საკითხების მიმართ მათ შორის შეხედულებები მკვეთრად განსხვავდება, მაგრამ ტრამპს ის პრაგმატულ პიროვნებად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ მომავალი პრეზიდენტი საკუთარ პასუხისმგებლობას გააცნობიერებს.

ბარაკ ობამამ ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი უნდა ეცადოს ახალი ადმინისტრაცია გამოცდილი ხალხისგან დააკომპლექტოს.

ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, კურტ ვოლკერმა დონალდ ტრამპთნ დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ხალხს ცოტა ნაადრევად აქვს რეაქცია ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევასთან დაკავშირებით. ის ჯერ არ არის და რამდენიმე თვეც არ იქნება პრეზიდენტის რანგში. წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო ბევრი რიტორიკა, ბევრი რამ თქვა, თუმცა ჩვენ არ გვინახავს, რას გააკეთებს ის მმართველობის დროს,“ - აღნიშნა კურტ ვოლკერმა.

ავტორები: დავით ნიკურაძე, თამარ ჭავჭავაძე. 

დღის ამბები