07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ნიუ იორკში - ქალაქი მადლიერების დღის გრანდიოზული აღლუმისთვის ემზადება

ნიუ იორკში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ქალაქი მადლიერების დღის გრანდიოზული აღლუმისთვის ემზადება. ტრადიციულად, აღლუმი მანჰეტენზე 24 ნოემბერს იმართება და მას 100 ათასობით ადამიანი ესწრება.

წლევანდელი ღონისძიების ორგანიზატორებს და სტუმრებს ისლამური სახელმწიფო ტერაქტების მოწყობით დაემუქრა. დაჯგუფებამ საკუთარ წევრებს აღლუმზე შეკრებილ ხალხში მანქანებით შევარდნისა და მასობრივი მკვლელობის მოწყობისკენ მოუწოდა.

მუქარას ძალოვანი უწყებები სწავლობენ და ირწმუნებიან, რომ ხალხის უსაფრთხოება დაცული იქნება.

დღის ამბები