07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
არჩევნების მეორე ტურში პრორუსი კანდიდატის გამარჯვებას მაია სანდუს მომხრეები აპროტესტებენ

მოლდოვის პრეზიდენტობის პროევროპელი კანდიდატი ხელისუფლებას არჩევნების ტოტალურ გაყალბებაში ადანაშაულებს და ცესკოს თავმჯდომარეს გადადგომას ითხოვს.

მაია სანდუს განცხადებით, მისმა ოპონენტმა, ე.წ. გამარჯვება მხოლოდ მანიპულაციების, ტყუილისა და ბინძური ფულის საშუალებით მოიპოვა. სანდუს თქმით, მისი შტაბი გაყალბების ფაქტების მტკიცებულებებს ფლობს, რომლებსაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცემს.

არჩევნების მეორე ტურში პრორუსი კანდიდატის გამარჯვებას მაია სანდუს მომხრეებიც აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

მიტინგი ცესკოსთან მას შემდეგ გაიმართა, რაც იგორ დოდონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დააანონსა, იმ მიზნით, რომ პრო ევროპული მთავრობის შეცვლა დროულად მოხდეს. იგორ დოდონი მოსკოვში უკვე ვლადიმერ პუტინმაც მიიწვია.

დღის ამბები