07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და შავ სიაში ხელისუფლების კიდევ 18 წარმომადგენელი შეიყვანა.

ამჯერად, შეზღუდვები ასადის მთავრობის 17 მინისტრს და სირიის ცენტრალური ბანკის მმართველს შეეხოთ.

ისინი სანქციების სიაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების გამო მოხვდნენ. შავ სიაში 234 სირიელი მაღალჩინოსანი ირიცხება.

დღის ამბები