07 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
ობამას ევროპული ტურნე და გზავნილები ევროპელ ლიდერებს

ბარაკ ობამა ბოლო ევროპული ტურნეს მართავს და საბერძნეთში იმყოფება, საიდანაც გერმანიაში გაემგზავრება. შეერთებული შტატების ლიდერი მოკავშირეებს დონალდ ტრამპის სახელით გზავნილს გადასცემს და შეეცდება, დაარწმუნოს, რომ ამერიკის ადმინისტრაციის ურყევი ურთიერთობა ნატოსთან მნიშვნელოვანია. 

პრეზიდენტი ობამა ევროპლ ლიდერებს გადასცემს ტრამპის პოზიციას, რომ ის არ აპირებს გადახედოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ურთიერთობებს და ნატოს ერთგული დარჩება. ეს ბარაკ ობამამ თავად განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომელიც ევროპაში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე მოიწვია. 

ევროპელ პოლიტიკოსებს, მათ შორის ნატოს გენერალურ მდივანს, ტრამპის არჩევის შემდეგ წუხილის საფუძველი ჰქონდათ. დონალდ ტრამპი იყო კანდიდატი, რომელიც წინასაარჩვენო კამპანიის დროს ამბობდა, რომ ვიდრე შეასრულებს მეხუთე მუხლით გათვალისწინებულ თავდაცვის ვალდებულებას, შეერთებული შტატები შეხედავს, იხდიან თუ არა სხვა ქვეყნები თავიანთ წილს. 

განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან ტრამპის მმართველობის დაწყებას ადამიანის უფლებათა დამცველ ისეთი გავლენიან ორგანიზაციაში, როგორც ფრიდომ ჰაუსია. საქმე ის არის, რომ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში არ გაუკეთებია აქცენტები მისი გამარჯვების შემთხვევაში ადამიანის უფლებათა დაცვაზე.

პრეზიდენტი ობამა საბერძნეთიდან გერმანიაში ჩავა და შეხვდება ანგელა მერკელს, რომელსაც “უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ყველაზე ახლო საერთაშორისო პარტნიორი” უწოდა.

 

 

ავტორი: დავით ნიკურაძე

დღის ამბები