07 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
პრეზიდენტობის რანგში ბარაკ ობამას ბოლო ევროპული ტურნე 

შეერთებული შტატების ლიდერმა პრეზიდენტის რანგში ბოლო ევროპული ტურნე ათენში ვიზიტით დაიწყო. პრეზიდენტების მოლაპარაკების მთავარ თემა შეერთებულ შტატებსა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება იყო.

ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ ნატოს მოკავშირეების მიმართ შეერთებული შტატების დამოკიდებულება ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც უცვლელი დარჩება.

ევროპის ლიდერებს დონალდ ტრამპის არჩევნებით მღელვარების საბაბი გაუჩნდათ. რესპუბლიკელთა კანდიდატი საარჩევნო კამპანიის დროს ხშირად აცხადებდა, რომ შეერთებული შტატები უარს იტყოდა ნატოს პარტნიორების დაცვაზე, თუ ისინი თავად არ შეასრულებდნენ ამერიკის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

ახლადარჩეული პრეზიდენტის წინასაარჩევნო რიტორიკამ ევროპის თავდაცვის სტრატეგიის შეცვლის პროცესი დააჩქარა.

საბერძნეთის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბერლინში ხვალ საღამოს ელოდებიან. 

 

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე 

ამავე თემაზე
დღის ამბები