07 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
სროლა ოკლაჰომა სიტიში - დაღუპულია ერთი ადამიანი

სროლის შედეგად ოკლაჰომა სიტიში ერთი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ქალაქის საერთაშორისო ეროპორტში მოხდა. უცნობმა პირმა ცეცხლი ერთ-ერთი ავიახაზის თანამშრომელს, ეროპორტის შენობის გარეთ გაუხსნა. ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მოტივი.

ეჭვმიტანილს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. იგი აეროპორტის სიახლოვეს, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით მან თავი ცეცხსასროლი იარაღით მოიკლა. ინციდენტის გამო აეროპორტი რამდენიმე საათის განმავლობაში დახურული იყო.

დღის ამბები