07 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
საბერძნეთში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა

პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა საპროტესტო აქცია საბერძნეთში. რამდენიმე ათასი ადამიანი ათენის ქუჩებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ვიზიტის პარალელურად გამოვიდა.

აქციის მონაწილეები ანტიამერიკულ მოწოდებებით შეერთებული შტატების პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა და ამერიკის საელჩოს მიმართულებით გადაადგილება სცადა.

მათ სამართალდამცველებს ქვები და ეგრეთწოდებული მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. პოლიციამ კი აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დღის ამბები