07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
სირიის ქალაქ ალეპოზე საჰაერო იერიშები განახლდა

რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ სირიის ქალაქ ალეპოზე საჰაერო იერიშები განახლდა.

ბრიტანული სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი.

სირიის სახელისუფლებო მედია საშუალებების განცხადებით, საჰაერო ძალებმა ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ მიიტანეს იერიში.

სირიის  ტერიტორიაზე იერიშების განახლების შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც ავრცელებენ.

მომხდარს ვაშინგტონშიც გამოეხმაურნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაბომბვებს საერთაშორისო ნორმების დარღვევა უწოდა.

დღის ამბები