07 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
გაეროს გენერალური ასამბლეა ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევაზე მსჯელობს

გაეროს გენერალური ასამბლეის ჰუმანიტარულმა კომიტეტმა ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული რეზოლუცია განსახილველად მიიღო.

უკრაინის მიერ წარდგენილ დოკუმენტში დაგმობილია ყირიმელი თათრების, უკრაინელებისა და სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებათა შელახვის ფაქტები. რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს ყირიმში საერთაშორისო მისიების დამკვირვებლები დაუშვას, რომლებიც არსებულ ვითარებას შეისწავლიან. დოკუმენტში ასევე მოთხოვნილია დაუყოვნებლი გაუქმდეს რუსეთის უმაღლესი სასამართლოს განკარგულება, რომელიც ყირიმელი თათრების მეჯლისს ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

დღის ამბები