07 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
საკადრო ცვლილებები აშშ-ს ადმინისტრაციაში-ტრამპმა გამოცდილი სპეციალისტები უახლოესი გარემოცვის წევრებით ჩაანაცვლა

დონალდ ტრამპმა საკუთარ გუნდში მორიგი საკადრო ცვლილებები განახორციელა. არჩეულმა პრეზიდენტმა გამოცდილი სპეციალისტები უახლოესი გარემოცვის წევრებით ჩაანაცვლა.

მოულოდნელად დატოვა გუნდი მაიკ როჯერსმაც, მისი კანდიდატურა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე განიხილებოდა.

გარდა ამისა ის უნდა გაძღოლოდა მთავრობის დაკომპლექტების პროცესსაც, რომელსაც დღეიდან არაპირდაპირ არჩეული ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი უხელმძღვანელებს.

სახელმწიფო მდივნის პოსტზე სავარაუდოდ ნიუ-იორკის ყოფილ მერს რუდი ჯულიანის დანიშნავენ, რასაც გავლენიანი რესპუბლიკელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

დღის ამბები