07 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა - დაიღუპა 4 ადამიანი

ავღანეთში მორიგ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ქაბულის ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ტერორისტი მოტოციკლით ავღანელი ძალოვანების ავტომობილს მიუახლოვდა და შაჰიდის ქამარი აამოქმედა.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

დღის ამბები