07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
მერლინ მონროს პირადი ნივთების აუქციონი - ყველაზე მნიშვნელოვან ლოტად ლეგენდარული კაბა სახელდება

ლოს-ანჯელესი მერლინ მონროს პირადი ნივთების აუქციონისთვის ემზადება. ლოტებს შორის წარმოდგენილი იქნება მსახიობის სამოსი, ფეხსაცმელი, სამკაულები და წერილები, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან ლოტად მონროს ლეგენდარული კაბა სახელდება. საუბარია ნახევრად გამჭვირვალე კაბაზე, რომელიც მსახიობს 1962 წელს ჯონ კენედის დაბადების დღეზე ეცვა.

250 კრისტალით გაფორმებული სამოსი ელიზაბეთ კორტნიმ ხელით შექმნა, დიზაინი კი ჯონ ლუის და ბობ მაკის ეკუთვნით.

აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ კაბის ფასი ვაჭრობისას სამ მილიონ დოლარს მიაღწევს, რადგან ის არამხოლოდ ხელოვნების ნიმუში, არამედ პრეზიდენტ კენედის ისტორიის ნაწილია.

ონლაინ აუქციონი ლოს-ანჯელესში 17 ნოემბერს დაიწყება და სამ დღეს გაგრძელდება.

დღის ამბები