07 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
ობამას ევროპული ტურნე და აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილები ლიდერებს 

ბარაკ ობამას ვიზიტი საბერძნეთში დასრულდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ათენიდან ბერლინში გაემგზავრა, სადაც გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება.

ბარაკ ობამა შეეცდება ანგელა მერკელის დარწმუნებას, რომ შეერთებული შტატები ნატოს პარტნიორების მიმართ ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც ერთგული დარჩება. ამავე თემაზე მან ათენის კულტურის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა და განაცხადა, რომ ამერიკისთვის და მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესია ძლიერი ტრანსატლანტიკური ურთიერთობა.

მიმართვამდე ბარაკ ობამამ ანტიკური ძეგლები მოინახულა. პრეზიდენტმა გიდთან ერთად, აკროპოლისი და პართენონის ტაძარი დაათვალიერა.

დღის ამბები