07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
"შეუძლებელია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ნდობა"- რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო უწყება იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც მოსკოვმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრობაზე უარი თქვა.

"შეუძლებელია რუსეთს არ აწუხებდეს სასამართლოს დამოკიდებულება 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის თავდასხმას მშვიდობიან ცხინვალზე, რუსი მშვიდობისმყოფელების მკვლელობას, სასამართლოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის სამართალდამცველებისა და რუსი სამხედროების წინააღმდეგ ბრალდება მოჰყვა. ქართველი ოფიციალური პირების ქმედებებისა და ბრძანებების გადახედვა, მიზანმიმართულად დაევალა ქართულ სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყურადღების მიღმა რჩება. მოვლენათა ამგვარი განვითარება ყველაფერზე მეტყველებს. ასეთ პირობებში შეუძლებელია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ნდობა"- ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ სასამართლომ ვერ გაამართლა მოლოდინი იმისა, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი საერთაშორისო ტრიბუნალი და "ნაცვლად ამისა ის არის არაეფექტური და ცალმხრივი."

ამავე თემაზე
დღის ამბები