07 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
"პუტინმა ფაქტობრივად ხელი მოაწერა ქვეყნის იურიდიულ უძლურებას"-პუტინს რომის ტატუტიდან გამოსვლის გამო აკრიტიკებენ

რუსეთის მიერ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრობაზე საბოლოო უარის მიუხედავად პუტინის მოწინააღმდეგე რუსი პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ მოსკოვს საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჰააგის სასამართლოს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

მათი აზრით, პუტინის ეს გადაწყვეტილება ისედაც იზოლაციაში მყოფ რუსეთს საერთშორისო საზოგადოებას კიდევ უფრო დააშორებს.

პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ახლა უკვე სხვა საერთშორისო ორგანიზაციებიდან გამოსვლის შესახებაც განაცხადოს. ეს მოსაზრებები ბრიუსელში გამართულ ბორის ნემცოვის ფორუმზე გაკეთდა.

„საკითხი ძალიან სერიოზულია. ოფიციალურ, საერთაშორისო დონეზე საუბარია აგრესიასა და სამხედრო მოქმედებების დაწყებაზე მეზობელ სახელმწიფოში. პუტინს ამ პროცესში მონაწილეობა არ სურს რადგან, მოუწევს თავის გამართლება, სერიოზულ და არასასიამოვნო კითხვებზე პასუხის გაცემა. ისეთი არგუმენტების მოფიქრება, რომელიც უბრალოდ არ არსებობს.

რომის ტატუტიდან გამოსვლა კი ნიშნავს იმას რომ რუსეთი არ არის მზად მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ვლადიმერ პუტინმა ფაქტობრივად ხელი მოაწერა ჩვენი ქვეყნის იურიდიულ უძლურებას ამ სერიოზულ საკითხში. კრემლის ერთ-ერთი არგუმენტი საქართველო იყო, როცა მათ რომის სტატუტიდან გამოსვლის შესახებ განაცხადეს,“განაცხადა რუსეთის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა სოლიდარობის ერთ-ერთმა  ლიდერმა ილია იაშინმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები