07 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
"ვიცი რომ ბევრი თქვენგანი იმედგაცრუებული ხართ არჩევნების შედეგებით, მეც იმავეს ვგრძნობ,"-ჰილარი კლინტონი

პირველი  სიტყვით გამოსვლა არჩევნებში დამარცხების შემდეგ. ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში ბავშვთა დაცვის ფონდის ღონისძიებაზე აღიარა, რომ ამ რთული დღეების შემდეგ მისთვის მძიმე იყო საჯარო გამოსვლა. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კლინტონის სტუმრობა ჯერ კიდევ არჩევნებამდე იყო ჩანიშნული და ამიტომ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მასზე უარი არ თქვა. 

"ვიცი რომ ბევრი თქვენგანი იმედგაცრუებული ხართ არჩევნების შედეგებით. მეც იმავეს ვგრძნობ, მაგრამ როგორც გასულ კვრიაში ვთქვი, ჩვენი კამპანია არ ყოფილა მხოლოდ ერთ ადამიანზე ან ერთ კონკრეტულ არჩევნებზე ორიენტირებული. ეს იყო კამპანია იმ ქვეყნისთვის რომელიც გვიყვარს. ისეთი მერიკისთვის შესაქმნელად, რომელიც იმედით სავსე და ინკლუზიური იქნებოდა,"- განცახადა კლინტონმა.

დღის ამბები