07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
დაპირისპირება ბრაზილიაში- კონგრესის სხდომაზე დემონსტრანტები შეიჭრნენ

ბრაზილიის კონგრესში სხდომის დროს 60-მდე დემონსტრანტი დარბაზში შეიჭრა და სესია ჩაშალა.

სავარაუდოდ ისინი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეები იყვნენ.

საპროტესტო აქციები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. მომიტინგეებმა რიოში სახელმწიფო ასამბლეის შენობის ირგვლივ აღმართული ბარიკადები დაშალეს, რის გამოც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დღის ამბები