07 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
სირიაში საავადმყოფო, სისხლის ბანკი და სკოლა დაბომბეს

ალეპოში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საავადმყოფო, სისხლის ბანკი და სკოლა დაიბომბა. იერიშის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი და სასწრაფო დახმარების ბრიგადის ერთი თანამშრომელი.

ნახევრად დაინგრა ბავშვთა საავადმყოფოს შენობაც. სამედიცინო დაწესებულებებზე იერიშის მიტანას უარყოფენ სირიის სამთავრობო ძალებიც და მოსკოვიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ იდლიბის პროვინციაში მებრძოლების წინააღმდეგ მასშტაბური შეტევა დაიწყეს და ოპერაციის დროს პირველად გამოიყენეს ავიამზიდი ადმირალ კუზნეცოვის სამხედრო თვითმფრინავები. მოსკოვის მტკიცებით, იერიშებს დაჯგუფება ალ ნუსრას 30-ზე მეტი მებრძოლი ემსხვერპლა.

დღის ამბები