07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
ობამა ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების შემთხვევაში, ტრამპის მხარდაჭერისთვის მზად არის

ბარაკ ობამა მზად არის მხარი დაუჭიროს დონალდ ტრამპს თუ ის მოახერხებს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას.

პრეზიდენტმა გერმანულ ტელეარხთან ინტერვიუში გერმანიის კანცლერზეც ისაუბრა. ობამას თქმით, ანგელა მერკელის პოლიტიკა ქმედითია და ის აქტიურად იბრძვის საერთო ღირებულებების დასაცავად.

გერმანიაში ბარაკ ობამას ევროპული ტურნე დღეს სრულდება, თუმცა წინ მთავარი შეხვედრაა. ბერლინში რამდენიმე საათში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის პირველ პირებს ელოდებიან.

„დონალდ ტრამპი ამბობს რომ ის გააუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემას. ვთვლი, რომ თუ ის მოახერხებს იმდენი ადამიანის უზრუნველყოფას უკეთესი ჯანდაცვით, რამდენიც მე, მაშინ მხარს დავუჭერ მის ამ მცდელობებს.

"რაც შეეხება გერმანიის კანცლერს, ვთვლი, რომ ანგელა მერკელს ქმედითი პოლიტიკა აქვს და ის აპირებს იბრძოლოს ღირებულებების დასაცავად. მე მას ვაფასებ, როგორც პარტნიორს,”-განაცხადა ობამამ.

დღის ამბები