07 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
ორი გარდაცვლილი და ათობით დაშავებული - ISIS-ის მორიგი ტერაქტი მოსულში

2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ერაყის ქალაქ მოსულში, ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად.

ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი გარბის, რომ თავი ლტოლვილთა ბანაკებს შეაფაროს. მოსულში ისევ რჩებიან ტერორისტები, თუმცა მათი პოზიციები საგრძნობლადაა შესუსტებული.

ერაყის არმია და კოალიცია უკვე მეორე თვეა ტერორისტული დაჯგუფების განდევნას ცდილობს ქალაქიდან, რომელიც ერაყის ტერიტორიაზე მათი ბოლო კონტროლირებადი პუნქტია.

დღის ამბები