07 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
რუსულმა ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე მორიგი ავია იერიშები განახორციელა

რუსულმა ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე მორიგი ავია იერიშები განახორციელა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი საჰაერო მისია ისლამური სახელმწიფოს ობიექტების განადგურებას ისახავდა მიზნად.

პარალელურად, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი თავის რუს კოლეგასთან აზია-წყნარი ოკეანიის ეკონომიკური ფორუმის დროს გამართული შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს.

ჯონ კერის თქმით, მან სერგეი ლავროვთან სირიის ქალაქ ალეპოზე განხორციელებულ იერიშებსა და იქ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ლავროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ავიაცია, მხოლოდ ტერორისტების წინააღმდეგ ახორციელებს იერიშებს.

დღის ამბები