07 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
აქცია ბრიუსელში - ათასობით ქურთმა აქტივისტმა თურქეთის პრეზიდენტის პოლიტიკა გააპროტესტა

ათასობით ქურთი აქტივისტი ბელგიის დედაქალაქში თურქეთის პრეზიდენტის პოლიტიკის გასაპროტესტებლად გამოვიდა. ბრიუსელში შეკრებილები საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვენ სანქციები მიიღოს რეჯებ ტაიპ ერდოღანის ანტი დემოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეებს ქურთების მუშათა პარტიის დროშები ჰქონდათ გამოტანილი. სწორედ მუშათა პარტიის წინააღმდეგ ატარებს თურქული არმია ოპერაციას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

ქვეყანაში ბოლო დროს ასევე გახშირდა ქურთი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაკავებაც.

დღის ამბები