07 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
მერლინ მონროს კაბა აუქციონზე 4 მილიონ 800 ათას დოლარად გაიყიდა

ყველაზე ძვირადღირებული კაბა მსოფლიოში - მერლინ მონროს ნახევრად გამჭვირვალე კაბა, რომელიც მსახიობს 1962 წელს ჯონ კენედის დაბადების დღეზე ეცვა, აუქციონზე 4 მილიონ 800 ათას დოლარად გაიყიდა. საწყისი ფასი სამი მილიონი დოლარი იყო. 2500 კრისტალით გაფორმებული ელეგანტური კაბა, რომელიც მერლინ მონროს ჟან ლუის დიზაინით შეუკერეს, რიპლის მუზეუმმა შეიძინა.

მერლინ მონროს პირადი ნივთების აუქციონი ბევერლი ჰილსში, ჟულიენის სახლში გაიხსნა და სამ დღეს გაგრძელდება. პირველივე დღეს გაიყიდა მონროს კიდევ ერთი ცნობილი კოსტიუმი, რომელიც მსახიობს ფილმში "ჯაზში მხოლოდ გოგონები არიან" ეცვა. კოქტეილის კაბაში 450 ათას დოლარად გაიყიდა.

დღის ამბები