07 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება დაიწყო

ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება დაიწყო. უკვე ცნობილია რამდენიმე გვარი, ვინც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში წამყვან თანამდებობებს დაიკავებს. უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის დასახელების შემდეგ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა კიდევ ორი მაღალჩინოსნის ვინაობა, რომლების მილიარდერი პრეზიდენტის შეთავაზებას დათანხმდნენ.

კონგრესმენი მაიკ პომპეო დათანხმდა დონალდ ტრამპის შეთავაზებას ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს უხელმძღვანელოს. გენერალური პროკურორის პოსტის დაკავებაზე თანხმობა განაცხადა ალაბამელმა სენატორმა ჯეფ სეშენსმა, რომელიც კონგრესში მეოთხე ვადით არის არჩეული. პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თავდაცვის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ კლინი იქნება.

სახელმწიფო მდივანი კი შესაძლოა მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი გახდეს. შეხვედრა ხვალ გაიმართება, სადაც გაირკვევა რომნი დათანხმდება თუ არა ტრამპის შეთავაზებას.

ავტორი: დავით ნიკურაძე.

დღის ამბები