07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
ერდოღანი ვაშინგტონის პოლიტიკის გამო იმედგაცრუებულია

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ვაშინტონის პოლიტიკის გამო იმედგაცრუებულია. ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობების გართულების მიზეზები თურქეთის ლიდერმა ტელეკომპანია სი-ბი-ესთან ინტერვიუში განმარტა.

ერდოღანი აღნიშნავს, რომ სირთულეები მიგრანტების პრობლემების, სირიის კრიზისის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო წარმოიქმნა.

მისი თქმით, ვაშინგტონს პოლიტიკამ სირიასთან მიმართებაში რეალური საფრთხე შეუქმნა თურქეთის სამხრეთ რეგიონს. მისი თქმით, თურქეთში სამ მილიონზე მეტი დევნილი გადავიდა და ამერიკული მხარე ანკარას საკუთარი ქვეყნის დაცვის საშუალებას არ აძლევს.

კიდევ ერთ პრობლემურ საკითხად ერდოღანმა ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებაზე ვაშინგტონის უარი დაასახელა.

დღის ამბები