07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
პუტინის თვითმფრინავს ინციდენტი შეემთხვა

მსოფლიო ლიდერები პერუს დედაქალაქში იკრიბებიან. აზია-წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე დასასწრებად ლიმაში უკვე ჩავიდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი, კანადის პრემიერ-მინისტრი, ჩინეთის პირველი პირი და სხვა ლიდერები.

ორდღიან სამიტში რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს, თუმცა რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავს ინციდენტი შეემთხვა. ლაინერს, რომლის ბორტზეც დელეგაციის წევრებთან ერთად ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ, შვეიცარიის საჰაერო სივრცეში ორი გამანადგურებელი დახვდა და საფრანგეთის საზღვრამდე მიაცილა.

ამავე თვითმფრინავს ლისაბონში ტექნიკური პრობლემაც შეექმნა, რის გამოც ის ლიმაში, სავარაუდოდ, სამიტის გახსნის შემდეგ ჩავა.

დღის ამბები