07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა

მსხვერპლი მოჰყვა ავიაკატასტროფას კალიფორნიაში. საკრამენტოს მახლობლად მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი, თუმცა არ აკონკრეტებენ გარდაცვლილი პილოტია, თუ სახლის მცხოვრები.

მომხდარის გამო დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, ცესნა 172-ის ტიპის თვითმფრინავი საკრამენტოს საფრენ კლუბშია რეგისტრირებული და ამ დროისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა მას ტექნიკური პრობლემები. მომხდარს შეერთებული შტატების ავიაციის სამსახური იძიებს.

დღის ამბები