07 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
ბრიტანელმა მოზარდმა საკუთარი ცხედრის გაყინვის უფლება მოიპოვა

ბრიტანელმა მოზარდმა საკუთარი ცხედრის გაყინვის უფლება მოიპოვა. 14 წლის გოგონამ, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნეს იშვიათი ფორმა აღენიშნებოდა, იძულებული გახდა, სასამართლოსთვის მიემართა, რადგან მისი მამა კრიოკონსერვაციის წინააღმდეგი იყო.

პროცესი ერთი თვის წინ გაიმართა, თუმცა ცნობილი ამის შესახებ მხოლოდ ბავშვის გარდაცვალების შემდეგ გახდა.

მოზარდმა სასამართლოში განაცხადა, რომ სიცოცხლის 1 თვე ჰქონდა დარჩენილი და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მედიცინა წინ წავა და დაავადების დამარცხებას შეძლებს.

ადვოკატების თქმით, მისი ცხედარი უკვე გადასვენებულია სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც კრიოკონსერვაციის პროცედურა ჩატარდება.

კრიოგენური საცავები მხოლოდ რუსეთსა და შეერთებულ შტატებში არსებობს, თუმცა რომელ ქვეყანაზე გაკეთდა არჩევანი, ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები