07 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ზიკას ვირუსი გლობალური საფრთხეების სიიდან ამოიღო

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ზიკას ვირუსი გლობალური საფრთხეების სიიდან ამოიღო.

ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციათა კომიტეტში განაცხადეს, რომ ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადებები ისევ რჩება ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რომელიც აქტიურ ქმედებებს მოითხოვს, თუმცა მისი პანდემიის საფრთხე აღარ არსებობს და განგაში უნდა მოიხსნას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2016 წლის თებერვალში ზიკას ეპიდემია საერთაშორისო მასშტაბის საფრთხედ აღიარა. ამ დროისთვის საშიში ვირუსი აზიის, აფრიკის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკისა და წყნარი ოკეანეს რეგიონის ქვეყნებშია გამოვლენილი.

დღის ამბები