07 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს ბროდვეის თეატრში უარყოფითი რეაქციით დახვდნენ

ბროდვეის თეატრში მაიკ პენსი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მიუზიკლზე დასასწრებად მივიდა, თუმცა მის გამოჩენას აუდიტორიის მხრიდან ნეგატიური ემოციები და სტვენა მოჰყვა.

სიტუაცია მიუზიკლის დასრულების შემდეგაც განმეორდა. როდესაც პენსმა დარბაზიდან გასვლა დააპირა, ერთერთმა მსახიობმა პუბლიკას სიმშვიდისკენ მოუწოდა და ვიცე-პრეზიდენტს სცენიდან მიმართა.

ფერადკანიანმა მსახიობმა ღია წერილი წაიკითხა, მაიკ პენსს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა და ნეგატიური ოვაციები განმარტა.

მსახიობის განცხადებით, სხვადასხვა წარმოშობის ამერიკები შიშობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალში არ დაიცავს მათ უფლებებს.

დღის ამბები