07 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
კალიფორნიის ქალაქ სანტა კლარას ქუჩები ხანძარსაწინააღმდეგო ქაფით დაიფარა

ტექნიკური ხარვეზის გამო, კალიფორნიის ქალაქ სანტა კლარას ქუჩები ხანძარსაწინააღმდეგო ქაფით დაიფარა. ინციდენტი აეროპორტის საცავიდან დაიწყო, სადაც ქაფის უკონტროლო გაჟონვა მას შემდეგ მოხდა, რაც ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის სისტემა დაზიანდა.

ადგილზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაგზავნეს, თუმცა სამართალდამცველები ადგილობრივებს ქაფთან მიახლოვებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, რადგან მან შესაძლოა, კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. 

დღის ამბები