07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
95 დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული - ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფა მოხდა

სარკინიგზო კატასტროფას ინდოეთში 95 ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგედია გამთენიას უტარ-პრადეშის რეგიონში, ქალაქ კანპურის მახლობლად მოხდა. ლიანდაგიდან სამგზავრო მატარებლის 14 ვაგონი გადავიდა.

ავარიის შედეგად დაშავდა 150-მდე ადამიანი, ათობით მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან ხალხი ამ დრომდე ვაგონებშია მოყოლილი. თვითმხილველების ცნობით, მატარებელი დიდი სიჩქარით არ მოძრაობდა. გამოძიების ვერსიით, კატასტროფის მიზეზი ლიანდაგის დეფორმაცია იყო. 

დღის ამბები