07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ბარაქ ობამა პერუში იმყოფება და არჩევნების შედეგებს დემოკრატიულს უწოდებს

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ილაპარაკა პერუში, აზია წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის პარალელურად, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ბარაკ ობამამ.

შეერთებული შტატების მოქმედმა ლიდერმა დემოკრატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ დროს ადამიანებს კომპრომისზე წასვლა უწევთ, თუმცა, ობამას აზრით, ვიდრე დემოკრატიული სისტემა ღია იქნება, პროგრესი გაგრძელდება.

ობამას განცხადებით, დონალდ ტრამპის მმართველობაც მისი საქმიანობის შედეგით უნდა შეფასდეს და არა კამპანიის დროს გაკეთებული განცხადებებით. მოქმედმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ისიც, რომ დონალდ ტრამპი ნატოს ვალდებულებების მიმართ ერთგული დარჩება.

დღის ამბები