07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო შესაძლოა ფილიპინებმაც დატოვოს

შვეიცარიის ხელისუფლებამ რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს რუტინული შემოწმება უწოდა. რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავს, რომელიც პერუში მიემგზავრებოდა, გუშინ შვეიცარიის საჰაერო სივრცეში ორი გამანადგურებელი დახვდა და საფრანგეთის საზღვრამდე მიაცილა, რის გამოც რუსეთის საგარეო უწყებამ შვეიცარიას ახსნა-განმარტება მოსთხოვა.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ მსგავს შემოწმებას წელიწადში თითქმის 400-ჯერ ატარებენ.

ვლადიმერ პუტინი ლიმაში აპეკის სამიტში მონაწილეობს. სამიტის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი იაპონიის პრემიერ-მინისტრსა და ფილიპინელ კოლეგასაც შეხვდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მოსკოვის მსგავსად, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო შესაძლოა ფილიპინებმაც დატოვოს.

დღის ამბები