07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
რომის მოქმედმა და ყოფილმა პაპებმა ერთად ილოცეს

რომის პაპი, ახლადდანიშნულ კარდინალებთან ერთად, თავის წინამორბედს ესტუმრა. ბენედიქტ მეთექვსმეტე 2013 წელს, გადადგომის შემდეგ ვატიკანის ბაღებში მდებარე სახლში ცხოვრობს.

ორი პაპი კარდინალების წინაშე ერთმანეთს გადაეხვია, შემდეგ კი ერთად ილოცა. ბენედიქტ 16-ე ბოლო 6 საუკუნის განმავლობაში პირველი პაპი გახდა, რომელმაც გადადგომა გადაწყვიტა. რაც შეეხება ახალ კარდინალებს, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ეს წოდება 17 სასულიერო პირს გუშინ მიანიჭა.

დღის ამბები