07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
თურქეთმა შესაძლოა შანხაის ექვსეულის წევრობაზე იფიქროს - თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირის წევრობის რეალურ ალტერნატივას შანხაის ორგანიზაციაში თანამშრომლობაში ხედავს. განცხადება ამის შესახებ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.

მისი თქმით, ბრექსითის ანალოგიური მოვლენები შესაძლოა ევროპის სხვა ქვეყნებშიც განვითარდეს, ამიტომ თურქეთმა შესაძლოა შანხაის ექვსეულის წევრობაზე იფიქროს.

ერდოღანის თქმით, ეს საკითხი მან უკვე განიხილა რუსეთისა და ყახაზეთის პრეზიდენტებთან. თურქეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ შანხაის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ანკარასთვის უფრო კომფორტული იქნება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი თურქეთის მიღების პროცესს უკვე 53 წელია აჭიანურებს.

დღის ამბები