07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
საფრანგეთში პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერი მიმდინარეობს

საფრანგეთში პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერი მიმდინარეობს. რესპუბლიკური პარტიის სახელით კენჭისყრაში 7 პოლიტიკოსი მონაწილეობს, მათ შორის ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ყოფილი პრემიერები ალან ჟუპე და ფრანსუა ფილონი.

პრაიმერი ორ რაუნდად ჩატარდება. გამარჯვებული კანდიდატი საფრანგეთში მომავალ წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და სავარაუდოდ, ულტრა მემარჯვენე ლიდერს, მარინ ლე პენს დაუპირისპირდება. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, მემარცხენე კანდიდატებიდან არჩევნების პირველი ტურის გადალახვას ვერავინ შეძლებს.

დღის ამბები