07 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
ინდონეზიაში დაკარგულ 15 მეთევზეს ეძებენ

სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ინდონეზიაში. მაშველები დაკარგულ 15 მეთევზეს ეძებენ. ისინი ნავზე იმყოფებოდნენ, რომელიც იავას ზღვაში ვიეტნამის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემს შეეჯახა.

შეჯახების შემდეგ, ნავი ჩაიძირა. მის ბორტზე სულ 27 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 12 მათგანის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენების ბედი კი ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები