07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
ჩამოვარდნილი პოლიციის ვერტმფრენი და 4 დაღუპული

4 ადამიანი ემსხვერპლა ავიაკატასტროფას ბრაზილიაში. რიოდეჟანეიროში პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა.

გავრცელებული ცნობით, ვერტმფრენი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

ოთხივე გარდაცვლილი პოლიციის ოფიცერია. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ვერტმფრენი დამნაშავეებმა ჩამოაგდეს, რადგან კატასტროფის ამსახველ ვიდეომასალაში ინტენსიური სროლის ხმა ისმის.

დღის ამბები