07 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მიტ რომნის კანდიდატურა განიხილება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მიტ რომნის კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას მომავალი ვიცე პრეზიდენტი ადასტურებს. მაიკ პენსის განცხადებით, შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტსა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს შორის კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ მიტ რომნიმ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას დონალდ ტრამპი არაერთხელ გააკრიტიკა, ის არჩეულ პრეზიდენტს მაინც შეხვდა.

მოლაპარაკებები გაიმართა ასევე საზღვაო ქვეითების გადამდგარ გენერალ ჯეიმს მეტისთანაც. მას თავდაცვის მდივანის პოზიციაზე მოიაზრებენ.

დონალდ ტრამპმა მინისტრთა ახალი კაბინეტის შერჩევის მიზნით შეხვედრები ნიუ ჯერსის გუბერნატორთან კრის კრისტისთან და ნიუ იორკის ყოფილ მერთან რუდი ჯულიანთანაც გამართა.

დღის ამბები