07 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
ობამამ პუტინს მინსკის ხელშეკრულების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა

ბარაკ ობამამ ვლადიმერ პუტინს მინსკის ხელშეკრულების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. არაფორმალური შეხვედრა შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, აზიისა და წყნარი ოკეანის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გაიმართა.

თეთრი სახლის პრეს სპიკერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბარაკ ობამამ შეერთებული შტატებისა და მისი პარტნიორების მიერ უკრაინის სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერაზე ისაუბრა.

მან ოფიციალურ მოსკოვს სირიაში ძალის გამოყენების შემცირებისკენაც მოუწოდა და კონფლიქტის დარეგულირებისთვის ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის, მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

დღის ამბები