07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
საფრანგეთში მიმდინარე პრაიმერისში ფრანსუა ფიიონი ლიდერობს

საფრანგეთში მიმდინარე პრაიმერისში ფრანსუა ფიიონი ლიდერობს. წინასწარი შედეგების მიხედვით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ხმების 44.2 % მოიპოვა. მეორე ადგილზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ალენ ჟიუპეა, მან ხმების 28.3 % მიიღო.

საფრანგეთის 23-ე პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც ფავორიტად მიიჩნეოდა, ხმების 22.9 % მოაგროვა და მეორე ტურში გადასვლა ვერ შეძლო.

პრაიმერისში გამარჯვებული კანდიდატი, საფრანგეთში 2017 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდოდ, ულტრა მემარჯვენე მარინ ლე პენს დაუპირისპირდება.

დღის ამბები