07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
ინტენსიური საჰაერო იერიშები სირიის ქალაქ ალეპოში - დაღუპულია 8 ბავშვი

გრძელდება ინტენსიური საჰაერო იერიშები სირიის ქალაქ ალეპოში. ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად 8 ბავშვი დაიღუპა, რამდენიმე ათეული ადამიანი კი დაშავდა.

სირიაში მოქმედი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების განცხადებით, ჭურვები სკოლის შენობას დაეცა.

პარალელურად მიმდინარეობს ქალაქის აღმოსავლეთ რაიონების დაბომბვა. სირიის ჯარების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა. აქედან 4 მცირეწლოვანი ბავშვი იყო. 

დღის ამბები