07 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა არგენტინაში

6.4 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა არგენტინაში. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში, ქალაქ სან ხუანიდან 24 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.

ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ.

მიწისქვეშა ბიძგები ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოშიც იგრძნობოდა.

დღის ამბები